თბილისში, მასაჟის ცენტრში 1 პირი მოკლეს
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მასაჟის ცენტრში, ტაილანდის მოქალაქე მოკლეს. გარდაცვლილი 38 წლის ქალია.
გავარცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.
„თავიდან მოვიდნენ სამნი და წავიდნენ, შემდეგ ერთი დაბრუნდა. როგორც ვიცით, რაღაც მომსახურებაზე უთხრეს უარი და მერე დაბრუნდა ცივი იარაღით. იგი ორი კვირის წინ ტურისტულად ჩამოვიდა და აპირებდა ემუშავა მასაჟისტად“, - განაცხადა მასაჟის ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.