თეგებით ძიება

მოკლული ტრანსგენდერი ქალია - ვერაზე მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალების გაირკვა. არსებული ინფორმაციით, მოკლული ჩინეთის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალია.

სისხლიანი ინცინდენტი კი გვიან ღამით "ტაილანდური მასაჟის ცენტრში" მოხდა. მომხდარის შესახებ ამ დროსთვის ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით, მას შემდეგ, რაც კლიენტმა გაიგო, რომ ტრანსგენდერი ემსახურებოდა, ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. მეორე ვერსიით კი მხარეები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

სისხლიანი დაპირისპირების შედეგად, დაჭრილია ცენტრში დასაქმებული პირი.

გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლით დაიწყო. პოლიციას დაკავებული არ ჰყავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა