თეგებით ძიება

“საათში 1.80 ლარის გადახდა დაცინვაა, მომსახურების სფეროში ადამიანებს სჭირდებათ დაცვა” – იოსელიანი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, ლევან იოსელიანმა განაცხადა:

“უკვე არჩევნები ჩავლილია და იმედია, ამ დარბაზში საუბარი გვექნება იმ პრობლემებზე რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, ხალხზე და ყველა იმ გაჭირვებაზე, რომელიც ხალხს ამ წლების განმავლობაში დაუგროვდა. ჩვენ ამ სივრცეს ვიყენებთ ყველაფრისთვის, გარდა იმისა, რომ მათზე და მათ პრობლემებზე ვისაუბროთ.

არც ერთ ქვეყანაში არ რის ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ბიზნესს აქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ამ ადამიანებს სჭირდებათ დაცვა. ასეთი დამოკიდებულების გამო ამ ადამიანებს გაქცევა უნდათ ქვეყნიდან. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ამ საკითხზე. სხვაგან საათობრივად უხდიან ხელფასს და ჩვენ არ ვართ ასე მდიდარი ქვეყანა, მაგრამ საათში 1.80 ლარის გადახდა ეს არის დაცინვა. ამიტომ ჩვენ გვექნება კონკრეტული ინიციატივები ამასთან დაკავშირებით და მოგიწოდებთ რომ დავიცვათ ეს ადამიანები, რომლებიც არის ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ჯგუფი“



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა