თეგებით ძიება

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 23 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 23 წლის მამაკაცს ბრალს რამდენიმე წუთში წარუდგენენ. სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზეც.

ტაილანდის მოქალაქე ვერაზე მასაჟის ცენტრში 2 დღის წინ მოკლეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 23 წლის მამაკაცმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა