თეგებით ძიება

"ამ ქვეყანაში ერთადერთი მოძალადე ვიცი მე – "ქართული ოცნება"...ჩემი ციხის შტურმი კიდევ თქვენ რა იცით რას გულისხმობს?" - ნინო ჯანგირაშვილი სუს-ს მიმართავს

ტელეკომპანია" კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში სუს-ის განცხადებას ეხმაურება რევოლუციასთან დაკავშირებით:

"ამ ქვეყანაში ერთადერთი მოძალადე ვიცი მე – ქართული ოცნება. სხვა არავინ ძალადობას არ აპირებს. ჩემი ციხის შტურმი კიდევ თქვენ რა იცით რას გულისხმობს? ნუ ნერვიულობთ. იქნებ მივდივარ და თავით ციხის კედელს ვეჯახები? თვითმკვლელობა ხომ კანონით ნებადართულია ღარიბაშვილის თანახმად?სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ბოდიში, ამის მერე ყველაფერზე უნდა დაგთაგოთ. მომეწონა თქვენთან პირდაპირი კომუნიკაცია", - წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა