თეგებით ძიება

ასეთი რამ ნამდვილად არ მახსენდება, წარმოუდგენელი ამბავია - დიპლომატი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის.  საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრი, დავით სიხარულიძე მომხდარს წარმოუდგენელ ამბავს უწოდებს და ამბობს, რომ ამერიკა-საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში მსგავსი პრეცედენტი არ ახსენდება.

''ასეთი რამ ნამდვილად არ მახსენდება, წარმოუდგენელი ამბავია. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი საქართველოს დამოუკიდებლობის და უახლესი ისტორიის, ასეთი რამ მე არ მახსენდება. ყველა ეს ქმედებები, რომელიც იწყება ამ რაღაცა ყბადაღებული, გლობალური ომის პარტიით და ასევე ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დევნით, სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრით, ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეწინააღმდეგება ქართველი ერის მკაფიოდ გამოხატულ ნებას. ერთადერთი, ვის ინტერესშიც შეიძლება ეს იყოს, ეს გახლავთ რუსეთი. ამაზე პარტნიორ ქვეყნებს აქვთ რეაქცია''.- ამბობს დავით სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა