თეგებით ძიება

რა უნდა იცოდე თბილისის 2 ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი უბნის შესახებ?

უკანასკნელი მონაცემებით, გასულ თვეში თბილისში 3000-ზე მეტი ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების ჯამში 1/3-ზე მეტი (36%) 2 უბანზე - დიდ დიღომსა და საბურთალოზე მოდის. რა განაპირობებს დიდი დიღომისა და საბურთალოს ასეთ მიმზიდველობას?

საბურთალო დედაქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბნად ითვლება, რომელიც მასობრივად განაშენიანდა 1960-იან წლებში და ამ დროიდანვე იქცა მიზიდულობის ცენტრად. აქ განთავსებულია სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, სასწავლებლები, სავაჭრო-კომერციული ცენტრები, მეტრო სადგურები და სხვა. უძრავ ქონებაზე ფასები შენობის ხარისხის მიხედვით საშუალოდ 1 კვ.მ.-ზე 1350-დან 1550 დოლარამდე მერყეობს. 

დიდი დიღომი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა უბანია, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს განაშენიანდა და დღეისთვის მოსახლეობა 55 ათასს აჭარბებს. 1 კვ.მ.-ის შეძენას ახალ აშენებულ კორპუსში 1150 დოლარად შეძლებთ, ძველში კი 850 დოლარად. 

უბნის პოპულარობას განაპირობებს მეტად მწვანე გარემო, გამართული სატრანსპორტო სისტემა, სიახლოვე მნიშვნელოვან ობიექტებთან და საუნივერსიტეტო კამპუსებთან. დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ადამიანებისა და სტუდენტებისთვის ხშირად დიდი დიღომი პრიორიტეტული არჩევანია.  ყველაფერი დიდი დიღმის ძალიან მაღალ საინვესტიციო პოტენციალს უკავშირდება. უბანი ოაზისად იქცა დასავლეთ საქართველოდან მიგრირებული სამსახურის მაძიებელთათვის, ვაჭარ-ხელოსნების, უცხოელი და ადგილობრივი სტუდენტებისთვის.

სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი" გთავაზობთ ფართო არჩევანს თავის პროექტში - "სხვა უბანი დიდ დიღომში". პროექტი წარმოადგენს "უბანი-უბანში" ტიპის მოდელს, რომელიც ყველა საჭირო ინფრასტუქტურითაა უზრუნველყოფილი: საბავშვო ბაღი, სკოლა, სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცეები და სხვა. მინიმალური ფართი 49 კვ.მ.-დან. პირველადი შენატანი 0%-დან, შიდა უპროცენტო განვადება 18 წლამდე ვადით, თვეში 550 ლარიდან!

მეტი დეტალისთვის ეწვიეთ კომპანიის საიტს ან დაუკავშირდით მარტივ ნომერზე: 71*71*


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა