თეგებით ძიება

"ჩემი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა" - ელენე ხოშტარია

"ჩემი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა", - ამის შესახებ მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს, რომელმაც დღეს შიმშილობა დაიწყო.

"იცით, რომ მე არ წარმოვადგენ მიხეილ სააკაშვილის პარტიას, მეტიც, არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზიები მის მიმართ. მაგრამ რაც დღეს ხდება, მისი პატიმრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება.

ჩემი მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იმიტომ, რომ სხვა ყველა შემთვევაში მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკები არის დიდი. როდესაც ექიმები და ის თავად იტყვიან, რომ მის ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე, მაშინ შევწყვეტ შიმშილობას.

შიმშილობა დილიდან დავიწყე და საკვები დილიდან არ მიმიღია. ერთადერთი რასაც მივიღებ, არის წყალი", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა