თეგებით ძიება

"ძალიან ვწუხვარ იმის თაობაზე, რასაც ახლა გამცნობთ..." - თამარ ჟამურაშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი ოფიციალური ფეისბუქგვერდის დროებით დაბლოკვას გეგმავს.

"ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო, უბრალოდ ნაცნობებო და უცნობებო,
ძალიან ვწუხვარ იმის თაობაზე, რასაც ეხლა გამცნობთ, მაგრამ დროებით უნდა დაგემშვიდობოთ.
ვფიქრობ კოვიდ-ი საკმარისად გავიცანით, შევისწავლეთ და წესით მისი მართვა დღეს პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს!
მთავარია გაიდლაინებით ვიხელმძღვანელოთ და საკუთარ გამოცდილებას, რომელიც კოვიდ-თან მიმართებაში არ გვაქვს (!), არ დავეყრდნოთ!
ამ გვერდზე ბევრი სასარგებლო ინფორმაციაა, განსაკუთრებით ჩემი ბოლო ეთერი დიანა ტრაპაიძესთან, რომელშიც სრულყოფილად არის კოვიდ-ის ამბულატორიული მართვა განხილული. გადახედეთ, კვირის ბოლომდე, სანამ გვერდი დაიბლოკება, სურვილის შემთხვევაში გაქვთ საშუალება გააზიაროთ/დააკოპიროთ.

ყველას, უკლებლივ ყველას პირველ რიგში ჯანნმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ!!!
წარმატებები!!", - წერს მედიკოსები ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა