თეგებით ძიება

"ქვეყნის ტრაგედიაა, რომ პრეზიდენტმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა" - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის საგანგებო განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს:

"ფარისევლობაა პოლარიზაციაზე საუბარი, როდესაც ზუსტად იცი, რომ მის დასასრულებლად თუ არა, განსამუხტად, გასაღები ჯიბეში გიდევს.
პიროვნილი ტრაგედიაა, რომ პოლიტიკოსი ვერ გრძნობს იმ ისტორიულ წამს, როდესაც მისი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში შეუძლია ახალი, უკეთესი მომავლის ფურცელი დაწეროს.

ქვეყნის ტრაგედიაა, რომ პრეზიდენტმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.
ისტორიას ხომ საბოლოოდ მხოლოდ მსგავს წამებში მიღებული გადაწყვეტილება რჩება", - წერს სალომე სამადაშვილი ფეისბუქზე.

ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, საპყრობილეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა