თეგებით ძიება

"საქართველოში ელექტრონული კოვიდსტატუსი უნდა დაინერგოს, რაც შეიძლება მალე" – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ის ვინც კოვიდის აცრაზე ყალბ საბუთს აკეთებს მკაცრად უნდა დაისაჯოს.

მისი თქმით, საქართველოში ელექტრონული კოვიდსტატუსი უნდა იყოს დანერგილი და რაც შეიძლება მალე.

„უკრაინაში 210,000 ყალბი კოვიდ ვაქცინაციის საბუთის საქმე გასაჯაროვდა. რუსეთში არა ნაკლები პრობლემაა…

ის, რომ ვაქცინა პირველ რიგში შენ გიცავს ვირუსისგან ეს არის მთავარი, საბუთი მეორეხარისხოვანია.

ამ ხალხის ტვინში ჩამახედა (ტვინი აშკარად არ ააქვთ) თუ რას ფიქრობდნენ როცა ყიდულობდნენ ამ საბუთებს? და ვინც ეს საბუთები გაყიდა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

ელექტრონული ჯანდაცვის ალტერნატივა არ არსებობს. ელექტრონული კოვიდსტატუსი უნდა იყოს დანერგილი საქართველოში რაც შეიძლება მალე… თუ სახელმწიფო ამას ვერ იზამს მაშინ ალტერნატიული გზა უნდა მოვძებნოთ“, - წერს ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა