თეგებით ძიება

"ეს ტენდენციაა და ყველა მილიარდერს და^*^ვებული შვილი ყავს?" - ნინო ჟვანია

ჟურნალისტი ნინო ჟვანია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის შესახებ წერს.

ჟვანია ივანიშვილის ჰობს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ მისი რესურსი ბევრად საინტერესო საქმისკენ უნდა იყოს მიმართული.

"ხვალ ვისვენებ და საბადურში ვინმემ გამიყოლეთ რა. წიხლს ჩემით მივარტყავ, თქვენ უბრალოდ კამერა დამიჭირეთ.
P.S. ისე რაში ხარჯავს ტიპი თავის რესურსს სატირალია არაა? ამხელა აუდიტორია ყავს, ამხელა გავლენა აქვს, შეუძლია ნებისმიერ სფეროში კვალი დატოვოს, წვლილი შეიტანოს, მოვლენებზე გავლენა იქონიოს, რაღაც ახალი შექმნას, ისეთი რამე გააკეთოს რომ ყველა თუ არა ადამიანების დიდი ჯგუფი მაინც გააბედნიეროს და ამ დროს ისეთი ცხოვრების სტილი აქვს თითქოს მარკუს მეტრეველი იყოს და იპოთეტიკით ნაყიდი ბინის კრედიტის გადახდას ახალი კლიპის კარგად გაპიარებით გეგმავდეს. ამის მეტი სხვა არც საქმე ქონდეს, არც სადარდებელი, არც გასაქანი.

რატომ ხდება ასე? არც პერის ჰილტონი უქნია ღმერთს. ტრამპის ბიჭის საყვარელი გასართობი საერთოდ სპილოებზე ნადირობა ყოფილა

ეს ტენდენციაა და ყველა მილიარდერს და^*^ვებული შვილი ყავს? ანუ აპრიორი მასეა ,რომ ბავშვს როცა არაფერს აკლებ აუცილებლად იდიოტი და რეგვენი იზრდება?

დადეთ აბა საპირისპირო მაგალითები ისტორიიდან", - წერს ჟვანია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა