"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება" - გიორგი გელხაური
მიხეილ საკაშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მისი თქმით, მას სამოქალაქო კლინიკაში სრულფასოვანი მკურნალობა ესაჭიროება.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ უარესდება ეს ცხადზე ცხადია და აშკარად შესამჩნევია ვიზუალურად მისი წონის კლებიდან გამომდინარე, რაც შეეხება ალტერნატიულ კონსილიუმს, ჩვენ ვნახეთ, სასჯელაღსრულების დაწესებულება არ უშვებს ალტერნატიულ კონსილიუმს, არ აძლევს უფლებას, რომ შევიდნენ და მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი. სასწრაფოდ მიხეილ საკაშვილი გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში, სადაც ის შეძლებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურების მიღებას,“- განაცხადა გელხაურმა.