თეგებით ძიება

"აშშ-ის კონგრესმა დააკმაყოფილა წალენჯიხის მოსახლეობის მოთხოვნა და წალენჯიხა 51-ე შტატად მიიღო"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნების შემდეგ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით პოპულარული გახდა წალენჯიხა, მუნიციპალიტეტი, სადაც ოპოზიციის ერთადერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა. წალენჯიხის თემატიკაზე სოციალურ ქსელში იუმორისტულ პოსტს ასტროლოგი, რამაზ გიგაური აქვეყნებს.

"ახლახან დასრულდა ამერიკის კონგრესის სპეციალური სხდომა და 1959 წლის შემდეგ პირველად უპრეცენდენტო გადაწყვეტილება გამოიტანეს.
კონგრესმა დააკმაყოფილა წალენჯიხის მოსახლეობის მოთხოვნა და წალენჯიხა 51-ე შტატად მიიღეს.

გადაწყვეტილება გადაგზავნილია პრეზიდენტ ბაიდენთან და ექსპერტების აზრით, ის ხელს რამდენიმე დღეში მოაწერს.

წალენჯიხის ახლადარჩეული მერი შეითავსებს ამერიკის ხელისუფლების სპეციალური წარმომადგენლის და გუბერნატორის ფუნქციასაც.
P.S. გურჯაანის, თელავის, შუახევის, თიანეთის და ბოლნისის ახლადარჩეული მერები გადადგნენ და პოლიტიკური თავშესაფარი წალენჯიხის შტატში მოითხოვეს", - წერს რამაზ გიგაური ფესიბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა