თეგებით ძიება

"ღმერთო, გვაპატიე ყველას და ეს ქალი გადამირჩინე" - თბილისში, სარდაფში ნაპოვნი ბებო საავადმყოფოში გადაიყვანეს

სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი, თბილისში, ერთ-ერთ სარდაფში ნაპოვნ ქალზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ბებო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"ბებო სასწრაფოდ გადავიყვანეთ არამიანცის საავადმყოფოში. ძალიან ცუდად არის. მკურნალობენ, რაც შესაძლებელია და სადაც რამე ღმერთია, ვთხოვ, რომ უკეთ გახდეს და შევძლოთ მისი გადაყვანა თავშესაფარში. სადაც, ცხოვრების ბოლოს მაინც, ადამიანურად, საწოლზე დაიძინებს და ნორმალურ საჭმელს შეჭამს. ერთი თვით ადრე მაინც მენახა. ექიმმა თქვა უკეთ იქნებოდაო. რაში გაატარა ეს ამდენი ხანი, ვერც წარმოგიდგენიათ. მილიონი იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება და მალე დაგველაპარაკება.

ღმერთო გვაპატიე ყველას და ეს ქალი გადამირჩინე. ყველაფერს გაგაგებინებთ.
უამრავი მადლობა ყველას, ვინც ბებოს ამბით დაინტერესდა და დახმარება გაუწია.
ყველაფერი კარგად უნდა იყოს! სხვა გზა არ არის!", - წერს აკა სინჯიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა