თეგებით ძიება

"ჰუმანურობის ნაკლებობა ქართული სოციუმის უმთავრესი პრობლემა აღმოჩნდა... სადაც დასაშვები იქნებოდა ადამიანის სიკვდილის ღიად სურვილი" - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოცილურ ქსელსი პოსტს აქვეყნებს:

"ჰუმანურობის ნაკლებობა ქართული სოციუმის უმთავრესი პრობლემა აღმოჩნდა... ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ჩვენ გავხდებოდით საზოგადოება, სადაც დასაშვები იქნებოდა ადამიანის სიკვდილის ღიად სურვილი, სახელმწიფოს მიერ კონკრეტულ დაავადებას შეწირულების რაოდენობის სხვა ქვეყნებთან დატოლება და თვითკმაყოფილება, აქაოდა ჩვენ ამერიკაზე ნაკლებად გვიკვდება კოვიდ პაციენტები, მერე რა რომ დღეში 40-50 ადამიანს ვკარგავთო...
არაჰუმანურობით და ტოქსიური სიძულვილით გაჯერებულ გარემოში განსაკუთრებული სხივი აღმოჩნდით ელენე ხოშტარია. კატეგორიულად არ უნდა იშიმშილოთ. თქვენი სურვილიც კი საკმარისი მოტივაციაა იმისთვის, რომ ჩვენ, ყველანი უკეთესები გავხდეთ.
თავს გაუფრთხილდით, გთხოვთ.

კიდევ ერთხელ გავაზიარებ ჩემი უსაყვარლესი მენტორის ამბავს. Helen Khoshtaria თქვენგანაც ვისწავლი იმას რაც ექიმმა კამჰოლცმა მასწავლა მთავარ ღმერთზე", - წერს ნანა გეგჭკორი.

ცნობისთვის, მოძრაობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა