თეგებით ძიება

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს - შსს

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს.

"ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები, ამ დროისთვის გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა. ასევე, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა - კერძოდ ვიდეოკამერა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს,"- განუცხადეს "რუსთავი 2-ს" შსს-ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა