თეგებით ძიება

“პირველი 6 იყო ლენინი. ანტიქრისტე, მეორე 6 იყო სტალინი. სატანა… ფრთხილად იყავით, მიშისტებო! ზეციდან მეხი არ ჩამოვარდეს…” – არქიმანდრიტი

არქიმანდრიტი თამაზ ბიჩინაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს:

“ფრთხილად!

ჩვენი პატრიარქი ილია მეორე 88 წლის მოხუცია და 4-ში 89 წლის გახდება. ერეკლე ღუდუშა’ური-შიოლაშვილი სულით გარდაიცვალა როდესაც ილია თიშბელის სახელით ბერად აღიკვეცა. მის ჯანმრთელობას გაუფრთხილდით მიშისტებო! მიშა სააკას ჯანმრთელობაზე რომ ფიქრობთ, ადამიანს, უკვე ფეხზე დგომაც უჭირს. ის ღმერთი არ არის მიშა შეიწყალოს. ის სამი ექვსიანის ზეობის დროს დაიბადა და სუდარაგადაფარებული ეკლესიიდან იმდენი ქნა, რომ ”სამება” ააშენა, რომელიც უკვე თბილისის სიმბოლოა, როგორც პარიზში ეიფელის კოშკი.

პირველი 6 იყო ლენინი. ანტიქრისტე, რომელიც ”პერგამოს ზევსის საკურთხეველში ვერ ისვენებს, მას ქრისტე სძულდა. მეორე 6 იყო სტალინი. სატანა, რომელსაც იესო ქრისტე არ სძულდა და ამიტომ მიწაში განისვენებს. სანამ გარდაიცვლებოდა, 6 თვით ადრე, დაიბადა მესამე 6 ”ემანუელ”, რომელიც კათოლიკე იყო, იესო არ სძულდა, შეიძლება უყვარდა და ისიც წმ. ბარბარეს სასაფლაოზე განისვენებს. ფრთხილად იყავით! ზეციდან მეხი არ ჩამოვარდეს და თავზე არ დაგეცეთ! კოლხმა მედეამ ზევსს მეხი, ელვა და დენი წაართვა, ის არის, უკვე მეხთამცემელი. მედეას თავი დავანებოთ, ილია პირველი პატრიარქის მფარვილი წმინდანია და ილია წინასწარმეტყველი არ განარისხოთ! ილიას თავი დავანებოთ და მართლა, რეალში სუბსტანცია ცეცხლის ალი, ლილეითი ალილა ილალა გეორგიელი, კოლხი რკინის კ’ალი მედეას გერი, ამერი”კასთან ერთად თავზე არ დაგეცეთ", - წერს ბიჩინაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა