ეს არის მოღალატეობრივი, რუსული მენტალობის მთავრობა, რომელსაც არცერთი ნორმალური ქვეყანა აღარ იღებს - მამუკა ხაზარაძე
“ეს არის მოღალატეობრივი, რუსული მენტალობის მთავრობა, რომელსაც არცერთი ნორმალური ქვეყანა აღარ იღებს“ - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გორში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ხაზარაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ “საქართველოს პრემიერ-მინისტრის კარები დაიკეტა ყველგან და ეს არის სამარცხვინო.“
ეს არის მოღალატეობრივი, რუსული მენტალობის მთავრობა, რომელსაც არცერთი ნორმალური ქვეყანა აღარ იღებს. თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კარები დაიკეტა ყველგან და ეს არის სამარცხვინო. ასევე, მათი წევრები არიან დასანქცირებულები. ამიტომ ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს ჩვენი საზოგადოება, სჭირდება თუ არა ქვეყანას ის მთავრობა, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან კარებდახურულ სივრცეში იმყოფება“, - განაცხადა ხაზარაძემ.