როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ, ეს ნიშნავს დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე - გიორგი გახარია
როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ, რომ ამ კაცთან საუბარი არ გვსურს , ეს ძალიან მძიმე მესიჯია , - ამის შესახებ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.
“ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნიშნავს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე. ფაქტია, რომ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, აშშ-ი არ აღიარებენ დღევანდელ ხელისუფლებას და მათთან საუბარი არ უნდათ. ჩემთვის ეს გასაგებია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ჩადის და იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის ინტერესებზე ისაუბროს, ერთი კაცის ინტერესებზე საუბრობს : ფულს არ დაუბრუნებთ, არ დაუბრუნებთ - ამ სასულეებზე, რომ ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, მას არავინ დაელაპარაკება. ის , ხომ ფორმალურად როგორც ქვეყნის პირველი პირი ჩავიდა, შესაბამისად, ეს ნიშნავს დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას არავინ ელაპარაკება. ასეთი ხელისუფლება რომ გვპირდება: “ყველაფრის მიუხედავად მე თქვენ 2030 წელს ევროპაში შეგიყვანთ” - უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ტყუილი და შასებისად სასოწარკვეთილებისგან ბევრ ტყუილს იტყვიან. როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ რომ ამ კაცთან საუბარი არ გვსურს , ეს ძალიან მძიმე მესიჯია”,- განაცხადა გახარიამ.