თეგებით ძიება

"საქართველოში ეფექტური ვაქცინა/წამალი არის, სახელად - ფაიზერის ვაქცინა! დროზე აიცერით" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

"ფარმაკომპანიებმა დაიწყეს ახალი პაექრობა (ისე, კარგია ჩვენთვის, რაც უფრო ბევრი არჩევანი იქნება, ფასიც მით უფრო დაბალი იქნება)
გუშინ იყო “მერკის” ახალი კოვიდ პრეპარატი, დღეს უკვე “ფაიზერმა” გამოაცხადა, რომ მათაც აქვთ ახალი კოვიდ წამალი. ცნობისათვის, მალე კიდევ 5 დიდი ფარმა კომპანია გამოაცხადებს თავიანთ სიახლეებს.
როგორც წინასაახალწლოდ გაცნობეთ, 2021 წელი იქნება კოვიდ ვაქცინების და კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტების წელი და აგერ, ბატონო!
მაგრამ სანამ ეს წამლები საქართველომდე მოაღწევს, ვიღას უნდა ვუმკურნალით?! დღეში ოფიციალურად 60 და არაოფიციალურად 200 ადამიანს ვკარგავთ!
საქართველოში უკვე არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა/წამალი, გერმანიაში შექმნილი, ამერიკაში დამზადებული, სახელად - ფაიზერის ვაქცინა! დროზე აიცერით", - წერს ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა