თეგებით ძიება

"კატასტროფაში ვართ! " - რას წერს თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ხელისუფლებას აკრიტიკებს და წერს, რომ ქვეყანას, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია, ყავს ხელისუფლება, რომელიც ერთ საავადმყოფოს ვერ დაიცავს.

"ხვდებით ხომ რა კატასტროფაში ვართ!
ხელისუფლება ამბობს სამოქალაქო საავადმყოფოში ვერ გადავიყვან, უსაფრთხოების პრობლემააო.
ანუ დავმარცვლოთ:
- საქართველოს, ანუ ქვეყანას რომლის ნაწილიც ოკუპირებულია;
- ყავს ხელისუფლება რომელიც ამბობს, რომ ერთ საავადმყოფოს ვერ დაიცავს;
- ერთ საავადმყოფოს!!!
და ამას ხშირად და სხაპასხუპით იმეორებენ.
- და არსებობს ხალხი რომელიც მერე ამ სიბეჩავეს ყელმოღერებული იმეორებს;
- და ეხლა აქ შემოცვივდებიან და ლანძღვას დაიწყებენ იმის იმედით რომ ასეთი ბეჩავი ხელისუფლების მხარდამჭერისგან რამე უნდა მეწყინოს", - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში ირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა