თეგებით ძიება

"მოგიწოდებთ, არ გაუწიოთ სამედიცინო დახმარება მაღალჩინოსნებს, პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს!" - ექიმების პროტესტი

საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი ვილი პაჭკორია სოციალურ ქსელში მე-3 პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს და კოლეგებს მოუწოდებს, რომ არ გაუწიონ სამედიცინო დახმარება მაღალჩინოსნებს, მოქმედ პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს.

"კლინიკების ხელმძღვანელებს და ექიმებს მოგიწოდებთ:
კოლეგებო! სანამ მესამე პრეზიდენტს არ მიეცემა შერეული ტიპის პოლიპროფილურ სტაციონარში (ტიპი-C) სრულფასოვანი მკურნალობის უფლება, პროტესტის ნიშნად გამოვაცხადოთ უპრეცედენტო ბოიკოტი და არ გაუწიოთ სამედიცინო დახმარება მთავრობის მაღალჩინოსნებს, მოქმედ პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს!!

ჩვენი ვალდებულებაა განსაცდელში მყოფი, ნებისმიერი პაციენტის კვალიფიციური დახმარება და სიცოცხლის შენარჩუნება, მისი პოლიტიკური შეხედულების, რწმენისა და სქესის მიუხედავად!!", - წერს პაჭკორია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა