თეგებით ძიება

"სრულიად გამაოგნებელია... ესეც გაივლის!" - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ჩემთვის სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანთა (საბედნიეროდ მცირე) რაღაც ჯგუფთან გიწევს იმის ახსნა,რატომ არ შეიძლება გიხაროდეს ადამიანის ტანჯვა და სიკვდილის საფრთხე,რაც არ უნდა მისი მოწინააღმდეგე იყო. ადამიანობა,ღირსება,თანაგრძნობის უნარი -არის ასეთი რაღაცეები ,რომელიც ან გაქვს,ან -არა. …. და თუ არ გაქვს,ვერ ისწავლი, ვერ შეიძენ და ვერც იყიდი. თუმცა,ჩვენთან ხომ სულ რაღაც უახლოეს წარსულში ,იყო ხალხი, რომელიც სხვა ადამიანების დახვრეტასაც კოლექტიურად ,,აპრავებდა ,, და ტაშს უკრავდა. ხატებით და ჯვრებით კი აქვთ გავსებული ასეთ ადამიანებს სახლები …. ", - წერს გრიგოლია ფეისუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში ირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა