თეგებით ძიება

"მშობლების ქონება ჩემმა ძმამ მიითვისა და მეუბნება, რომ ოჯახის შემარცხვენელი ვარ, რადგან ბავშვები ქორწინების გარეშე გავაჩინე" - 27 წლის მარტოხელა დედა

საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება:

"ოდესმე თუ ყოფილხართ სიტუაციაში, როდესაც დახეულ ფეხსაცმელში წყალი შეგდით, შემდეგ ეს ფეხსაცმელი კიდევ იხევა, შემდეგ კიდევ, მაგრამ ჯიუტად განაგრძობთ მის ჩაცმას?

სალაროსთან მდგარს ოდესმე თუ გიგემიათ სიმწარე, როცა გეუბნებიან 1.60-ით მეტ ფასს პროდუქტზე, ვიდრე დახლზე ეწერა, და შენ ბოდიშს იხდი და უკან აბრუნებ ამ პროდუქტს, რადგან ზედმეტი მხოლოდ 10 თეთრი გაქვს?

თუ დაგიხშიათ ყურები მტირალი ბავშვის ხმაზე, რომელიც ვახშამს გთხოვთ, თქვენ კი მას მხოლოდ ერთი ნაჭერ პურს სთავაზობთ?
ოდესმე თუ შესულხართ მეზობლის კომპიუტერით და დახმარებით ფეისბუქის ჯგუფებში, რომ კომენტარებში დაუწეროთ ხალხს, ძალიან შიათ ჩემს შვილებს და ხომ ვერ დაგვეხმარებითო?

თუ გიგრძვნიათ, რას გრძნობს 27 წლის გოგო სარკეში ჩახედვისას, როდესაც სახეზე ნაოჭებს და თავზე ჭაღარას ხედავს?
ეს მე ვარ, ელენე, მარტოხელა დედა, რომელიც ორი პატარა შვილით რუსთავში, პატარა ოთახში ქირით ცხოვრობს, რომელსაც ბინის პატრონის 4 თვის ქირის ფული მართებს, რადგან მარკეტში მუშაობას ვერ ახერხებს, რადგან შვილების დამტოვებელი არ ჰყავს...

რომ იცოდეთ, რამხელა მიწები და სახლი აქვს ჩემს ძმას, ალბათ მკითხავდით, რატომ ვწვალობ ასე, მაგრამ ალბათ ხვდებით, რატომაც... მშობლები ცოცხლები არ გვყავს და მან მთელი მათი ქონება თავისთვის დაიტოვა, მე კი ასე ვწვალობ... მეუბნება, რომ ოჯახის შემარცხვენელი ვარ, რადგან ბავშვები ქორწინების გარეშე გავაჩინე... საშინლად მლანძღავს და მაგინებს, ძუკნას მეძახის, მასთან ლაპარაკს საერთოდ აზრი არ აქვს... ".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა