თეგებით ძიება

"ქურდებს" სიცოცხლე და პრეზიდენტს სიკვდილიო, ასეთი ვის გაუგია, კაცო?! სააკაშვილი დილეგში უნდა მოვკლათ?" - ადვოკატი

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი საქართველოში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"შენი ,,ფერისცვალებაო” მეოცნებე იყავი და ახლა ხმა იმათ რატომ მიეციო, ამ სიბრძნეს მართლა ვერ ჩავწვდი.
ერთადერთი რაც სიკვდილამდე იქნება ჩემთვის უცვლელი არის ქრისტე. პოლიტიკური ცვლილებები კი კაცობრიობის განვითარების ისტორიული აუცილებლობაა-აუცილებლობა!
თუმცა ექს-პრეზიდენტი რომ იყოს გარეთ, თანაბარ პირობებში და ვხედავდე, არჩევნების გზით არ არის ვინმე დასაცავი, თუ გადასარჩენი, გახარია და ლელო იქნებოდა ჩემთვის კვლავ პრიორიტეტი.
გულწრფელად რასაც ვისურვებდი, ეს არის გახარიას გუნდი, ლელო და კახა კალაძე გაერთიანებული ძალებით ხელისუფლებაში,
ოცნება ოპოზოციაში.
ექს-პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი კი დაფასებულად საკუთარ ქვეყანაში, პატივცემული, მისი გონება, ნიჭი და გავლენები გამოყენებული ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა საკანში გამომწყვდეული.
ეს საკანი რა უბედურებაა, უნდა დასრულდეს უსწრაფესად.

მართლა, რომ დაემათოს რამე რას ვაპირებთ მერე? საერთაშორისო ასპარეზზე რაღას აპირებს ეს სულამომავალი ქვეყანა?
აზროვნებთ საერთოდ? რა დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, კაცმა, რომელსაც ნახევარი მსოფლიო ქედს უხრის. მრჩეველი ვინმე არ არსებობს ამ ქვეყანაში? ადამიანი აცხადებს სიცოცხლე და თავისუფლება მინდა ჩემს ქვეყანაში, კატეგორიულად არ მინდა არავითარი თანამდებობაო, ამის უფლება ვერ მოიპოვა?
ქურდებს სიცოცხლე და პრეზიდენტს სიკვდილიო, ასეთი ვის გაუგია კაცო?

შევარდნაძე დამამხობელი, რომელმაც სხვა ყველა უბედურებას, რომ დავანებოთ თავი, კუბოს ფიცრის ფული შეუჭამა ნებისმიერ მოქალაქეს, აცხოვნოს უფალმა, დავისვით ხელის გულზე, პატივით და დიდებით გავატარებინეთ სიბერე, მივაბარეთ ქართულ მიწას და მიხეილ სააკაშვილი დილეგში უნდა მოვკლათ?

ევროპაში, სულ არ იციან ვინ არის სათავეში, ცხოვრობენ მშვიდად, ბედნიერად გადავიდეთ ჩვენც ისეთ სტანდარტზე, შეუძლებელია?
მართლა სრულიად საქართველო შეეწირა
ამათ პოლიტიკას", - წერს ჩხეტიანი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა