რამდენიმე ამერიკელი სენატორი ეკა გიგაურის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა, ბენ კარდინმა, ჯინ შაჰინმა და პიტ რიკეტსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადდნენ.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ამზადებენ სადამკვირვებლო მისიებს საქართველოს მოახლოებული არჩევნებისთვის, მაგრამ არ არიან საარჩევნო რბოლის მონაწილეები. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას, მიუხედავად იმისა, თუ ვის აძლევს ხმას ხალხი. არაკეთილსინდისიერი ნაბიჯია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი, ეკა გიგაური ისჯება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე მიცემული ჩვენების გამო. გუშინდელი განცხადება მის შესახებ ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად“, - ნათქვამია განცხადებაში.