თეგებით ძიება

სააკაშვილი იღებს სხვადასხვა სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს - იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის გარკვეული სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს.

"რაც შეეხება სხვა საკვებ დანამატებს, აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სადეპუტატო კითხვით, რომელზეც ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ გაგვეცა პასუხი. აქ იყო რამდენიმე შეკითხვა და ერთი შეკითხვა შეეხებოდა საკვებ პროდუქტებსაც. ადრე საუბარი იყო იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა თუ არა და ასევე, ბუნებრივია, გრძელდება თუ არა ამ პროდუქტების მიღება.

პასუხი იყო შემდეგი და პირველად ვამბობ ამას ეთერში, იმიტომ, რომ ამის შესახებ ჩვენ პარლამენტს უკვე ვუპასუხეთ, ეს ისედაც საჯარო გახდება. დიახ, მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, ორ დღეში, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდგომში, როგორც იცით, მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე და გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და ღებულობს ახლაც. ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა,“ - განაცხადა "რუსთავი2"-ის ეთერში რატი ბრეგაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში ირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა