გორში დაჭრისა და ძალადობისთვის სამი მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გორში ორი პირი 1969 წელს დაბადებული მ.ნ. და 1996 წელს დაბადებული ტ.ნ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ. მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გორში, ფინანსური დავის ნიადაგზე დაუპირისპირდა ნაცნობს, 1972 წელს დაბადებულ რ.გ.-ს და ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა.
მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაპირისპირება მოხდა ასევე ბრალდებულისა და დაჭრილის შვილებს შორისაც. მათ ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ისინი ცხელ კვალზე დააკავა.