გორის პოლიციის თანამშრომელს 4 წლის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ
გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს 4 წლის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ.
მოზარდის მამა "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ გურამ ზარქუა, მისი ყოფილი ცოლის მეგობარია, ბავშვს კი დედასთან დარჩენა ხშირად უწევს.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ჩვემს შვილს დედამისის სახლიდან აგდებს. ატირებულ ბავშვს დედასთან მისვლასაც უკრძალავას. გთხოვთ დამეხმარეთ, ბავშვის უფლებების დარღვევას ეხება საქმე. დავაკვირდები რა რეაგირება ექნება გენერალურ ინსპექციას და თუ საქმე არ გამოიძიეს, პირდაპირ ვამბობ - სამმართველოს წინ მოვიკლავ თავს"- აცხადებს ბავშვის მამა.
ტვ პირველი