თეგებით ძიება

"პატიმრის სამედიცინო მომსახურებსას გაკეთებული ვიდეოს გამოქვეყნება მისი თანხმობის გარეშე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების უხეში დარღვევაა" - გიორგი მშვენიერაძე

იურისტი გიორგი მშვენიერაძე საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხის ვიდეოკადრებს აფასებს, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო კაბინეტში, ექიმების თანდასწრებით საკვებ დანამატს მიირთმევს.

"დღეს ეთერში ნაწილობრივ ვთქვი და აქაც უფრო ვრცლად დავწერ:

1. პატიმრის სამედიცინო მომსახურების გაწევისას გაკეთებული ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნება მისი თანხმობის გარეშე არის კონსტიტუციის მე-18.3 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების უხეში დარღვევა;

2. ეს ქმედება ასევე არღვევს "პერსონალური მონაცემების შესახებ კანონსა" და "პატიმრობის კოდექსის" მოთხოვნებს, რადგან ა) პატიმარი ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ვიდეო მეთვალყურეობის შესახებ და ბ) მისი თანხმობის გარეშე ამ ჩანაწერის გავრცელება დაუშვებელია;

3. ეს ქმედება შეიძლება ასევე იყოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული: "პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით ... მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით," რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე", - წერს გიორგი მშვენიერაძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა