თეგებით ძიება

"მიშისტებს დასცინიან და მიშას ზიზღით აბსოლუტურად ვეღარ აღიქვამენ რეალობას...სააკაშვილის სიკვდილსაც არ დაიჯერებს ეს ხალხი" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მესამე პრეზიდენტის ირგვლის განვითარებულ მოვლენებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"გუშინდელმა ფბ გარჩევებმა დამარწმუნა, რომ სააკაშვილის სიკვდილსაც არ დაიჯერებს ეს ხალხი. მისი სიკვდილის შემთხვევაშიც იტყვიან, რომ შიმშლობას არ მოუკლავს და უბრალოდ ბუნებრივი მიზეზით მოკვდა და ვერ დაუკავშირებენ ამას ქოცებს და ბიძინას. მიშისტებს დასცინიან და მიშას ზიზღით აბსოლუტურად ვეღარ აღიქვამენ რეალობას. სიყვარული ბრმააო, სიყვარულზე მეტად, თურმე ზიზღი აბრმავებს. სიყვარული გვაკლია ამ ქვეყანაში, მაგრამ ზიზღი გვაქვს იმდენი, სამ თაობას ეყოფა...", - წერს პატარაია ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა