თეგებით ძიება
25. 09. 2024 მსოფლიო

სენატორმა ჯონ ტუნიმ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, ამერიკული პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭიროს

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ჯონ ტუნიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, ამერიკული პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭიროს მას შემდეგ, რაც უკრაინის ლიდერმა „რესპუბლიკური“ პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯეი დი ვენსს „ზედმეტად რადიკალური“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ მან [ზელენსკიმ] ამერიკული პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭიროს. ზელენსკისა და ვენსს აქვთ უთანხმოება ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის მისი [ზელენსკის] საქმე, რომ ეს აქ განიხილოს, ამერიკის არჩევნების შუაგულში“, - აღნიშნა სენტორმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა