“ოცნებამ“ დაკარგა ყველანაირი მორალური უფლება, რომ გააგრძელოს ამ ქვეყნის სათავეში ყოფნა - ბიბილაშვილი
ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნებამ“ დაკარგა ყველანაირი მორალური უფლება, რომ გააგრძელოს ამ ქვეყნის სათავეში ყოფნა.
მისივე თქმით, “ოცნებამ “ დაკარგა ყველანაირი ლეგიტიმაცია.
რაც არ უნდა გააკეთოს “ოცნებამ“ 26 ოქტომბერს და ბუნებრივია, ისინი ყველაფერს იკადრებენ, თუმცა ეს არაფერს შევცლის. ისეთ ზღურბლზე ვართ, ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს ჩვენი ისტორიულ ოცნების ასრულებას- ნატოს, ევროკავშირს და ვიღაც “ვიგიდნარები“ ამ ყველაფერს უდგანან წინ“,- აღნიშნა ბიბილაშვილმა “საჯარო პოლიტიკაში“.