„მხოლოდ დიდი ზვიად გამსახურდია იმსახურებდა , რომ საქართველოს სახედ წარმოჩენილიყო საერთაშორისო ასპარეზზე“ - სანდრო ბრეგაძე
არც შევარდნაძე , არც ჯაბა , არც კიტოვანი , არც მიშა , არც კობახიძე - საქართველოს სახედ არ მიმაჩნია და არანაირად არ ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად თუ მათი უმსგავსი საქციელის გამო ბაიდენი ან მაკრონი ვახშამზე არ მიუშვებს- ამის შესახენ „ართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
ბაიდენმა ვახშამზე არ მიუშვა კობახიძე და ქოცები წერენ საქართველოს სახეს ასე რომ მოექცევიან ქვეყნის შეურაცხყოფააო ‼️‼️‼️ 😄😄😄
— 🔴 მე პირადად არც შევარდნაძე , არც ჯაბა , არც კიტოვანი , არც მიშა , არც კობახიძე - საქართველოს სახედ არ მიმაჩნია და არანაირად არ ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად თუ მათი უმსგავსი საქციელის გამო ბაიდენი ან მაკრონი ვახშამზე არ მიუშვებს ‼️‼️‼️
— 🔴 მეტსაც გეტყვით -
1992 წელს აშშ-ს რომ დაესანქცირებინა შევარდნაძის მთავრობა , კეთროვანად გამოეცხადებინა ხუნტა და საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია — ეს იქნებოდა სამართლიანი .
2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ რომ დაესანქცირებინათ სააკაშვილის მთავრობა და კეთროვანად გამოეცხადებინათ ის — ამასაც მივესალმებოდი .
დასავლეთმა უდიდესი შეცდომა დაუშვა ,რომ თავის დროზე თავისი სახელი რომ არ დაარქვა შევარდნაძის ხუნტას და სააკაშვილის ბანდას , არ დაასანქცირა ისინი და არ მისცა ჰააგის ტრიბუნალის სამართალს .
აქედან გამომდინარე - არანაირად შეურაცხყოფილად არ ვგრძნობ თავს თუ ამ ხელისუფლების წევრებს საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევენ ‼️‼️‼️
— 🔴 ბოლო - ბოლო პატივცემულო ოცნებისტებო - თქვენ ის ხალხი არ ხართ - ბატონი გახარია გუშინ საქართველოს და თქვენი სახე , გუნდის ლიდერი , პირველი პირი რომ იყო და დღეს მოღალატედ აცხადებთ ⁉️⁉️⁉️
— 🔴 აი ვისაც დღევანდელი მთავრობა საქართველოს სახე გგონიათ და მათი კრიტიკა საქართველოს შეურაცხყოფად მიგაჩნიათ — რა უნდა გითხრათ , ვერ დაგწყევლით და ვერ გეტყვით — “ უკეთესი არ გაღირსოთ გამჩენმა-თქო “ 😄‼️‼️‼️
— 🔴 დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პირებიდან , მხოლოდ დიდი ზვიად გამსახურდია იმსახურებდა , რომ საქართველოს სახედ წარმოჩენილიყო საერთაშორისო ასპარეზზე ‼️‼️‼️ - წერს სანდრო ბრეგაძე.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის მართავს.