რა სირცხვილია! იყო დრო როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა დამირეკა და მადლობა მითხრა გაეროს გამოსვლაში კონკრეტული მომენტების გამო - სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძისთვის ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
რა სირცხვილია! ამერიკის პრეზიდენტის საერთო მიღებაზე, სადაც გარდა რამდენიმე ამერიკის ღია მტრისა, ყველა ჩასული დელეგაციის ხელმძღვანელს პატიჟებენ, კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს.
რომ წარმოვიდგინოთ თუ რა არის ეს მიღება - მას როგორც წესი, ესწრება რამდენიმე ასეული ადამიანი. ეს არის ფურშეტი, რომლის დროსაც დელეგაციის ხელმძღვანელები რიგში დგანან, რათა ფოტო გადაიღონ პრეზიდენტთან.
ახლა როგორც ჩანს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ხელიც არ ჩამოერთმიათ და ფოტოც არ გადაეღოთ, რათა შემდეგ ეს ქოცებს არ გაესაღებინათ რაიმე სახის ოფიციალური ოფიციალური კონტაქტად. გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად მოყვანილია ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიების აკრძალვის გეგმა.
ის რომ კობახიძე ნიუ-იორკშია არ ნიშნავს რომ მას ამერიკის ვიზა არა აქვს გაუქმებული. ირანის და კუბის ლიდერებს არა აქვთ ამერიკის ვიზები, მაგრამ გაეროს შტაბ-ბინის სპეციალური ხელშეკრულების მიხედვით წელიწადში ერთხელ მათ ნიუ-იორკში გაეროს სესიაზე მაინც უშვებენ, თუმცა მათ ეკრძალებათ ნიუ-იორკის ცენტრალური ნაწილის გარეთ გასვლა, არადა იყო დრო როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა დამირეკა და მადლობა მითხრა ჩემს მიერ გაეროს გამოსვლაში კონკრეტული მომენტების გამო. ხოლო 2013 წლის ჩემს გამოსვლას უზარმაზარი ეფექტი ჰქონდა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ეს გამოსვლა დღეს ისე აქტუალურია როგორც არასოდეს - წერს სააკაშვილი.