თეგებით ძიება

"იცით რა არის შიმშილობა?! ირაკლი ბათიაშვილის შიმშილობის 16 დღე - ისეთი დასუსტებული იყო მამაჩემი, ფეხზე ძლივს იდგა" - ირინა ბათიაშვილი

პოლიტიკოს ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი, ირინა ბათიაშვილი მამამისის შიმშილობის დღეებს სოციალურ ქსელში იხსენებს.

"იცით რა არის შიმშილობა?!
მე გეტყვით:
ირაკლი ბათიაშვილის შიმშილობის 16 დღე - არანაირი საკვები, არანაირი საკვების დანამატები, არანაირი წვენები, არანაირი გადასხმები, არანაირი ვიტამინები, არანაირი მინერალური წყალი, ბორჯომსაც კი არ სვამდა!

როცა უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შევიდა ირაკლი ბათიაშვილის, თავისი სულიერი შვილის, საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემომქმედის და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის 4 კვადრატულ საკანში, ისეთი დასუსტებული იყო მამაჩემი, რომ ფეხზე ძლივს იდგა", - წერს ირინა ბათიაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა