თეგებით ძიება

"7 ნოემბერი აღარ განმეორდება და არც მისი შემოქმედები განმეორდებიან" - ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილ აქციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ 7 ნოემბერი აღარ განმეორდება და არც მისი შემოქმედები განმეორდებიან.

"7 ნოემბერი შენთვის ან არის წითელი ხაზი, ან არ არის და იყენებ “მაგრამ”- ებს, რომ ვიღაცები გაამართლო და პირი მობანო !!!
7 ნოემბერი აღარ განმეორდება და არც მისი შემოქმედები განმეორდებიან", - წერს ნინო წილოსანი ფეისბუქზე.

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. მოგვიანებით პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ ოფისშიც შევიდა. 7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა