თეგებით ძიება

გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილში, სალხინოს მონასტერთან,რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ხმაური და დაკავებები მარტვილში - სალხინოს მონასტერთან პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, ვინც ტაძარში სალოცავად შესვლას ცდილობდა. ადგილობრივებზე დაყრდნობით, ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.

სალხინოს ტაძართან დღეს ორ საათზე ადგილობრივები შეიკრიბნენ, რომ გაეპროტესტებინათ მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილება არ შეუშვას ადგილობრივი მრევლი ტაძარში.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, პოლიციასა და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

"გვერდით ღვინის სახლში ვიმყოფებოდი, როდესაც გავიგე ხმაური, ჩოჩქოლის ხმა, დავინახე პოლიციელებსა და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს შორის იყო დაპირისპირება, ხელით შეხებაც იყო, სავარაუდოდ, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი იქით გავიდნენ, გვერდზე, შემდეგ დააკავეს, დავინახე, პიკაპით გამოჰყავდათ 7-8 ადამიანი დაახლოებით, ესენი წყნარად მშვიდად გროვდებოდნენ, მეც ვესაუბრე მათ რომ მოვედი და ქონდათ სურვილი შესულიყვნენ ტაძარში და მოელოცათ მონასტრის ეზოში, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ხელი შეუშალეს და არ უშვებდნენ შიგნით" - ამბობს ადგილობრივი მარიამ კიკალეიშვილი.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა