თეგებით ძიება

"ვერ ვიტან. არასოდეს დამავიწყდება, სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება!" - ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი

ჟრნალისტი ინგა გრიგოლია ტრაგიკული 7 ნოემბრის სესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"მეც მახსოვს 7 ნოემბერი.მახსოვს და ვერ ვიტან. არასოდეს დამავიწყდება,სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება!!!! ისევე როგორც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება 5 ივლისი, ჩემი დასისხლიანებული კოლეგები, თანამშრომლები და ლექსო ლაშქარავა, რომელიც ბინძური პროპაგანდის წყალობით , მეორედ მოკლეს,გარდაცვალების შემდედ და მახსოვს ისიც, რომ სისხლიანი 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორი არაა დასჯილი( მაგათი დროც მოვა! ვის დასჯიდნენ,ხელისუფლებამ მოაწყო თავად).! ჩავამატებ-20 ივნისი და თვალებდათხრილი ადამიანებიც მახსოვს და მძულს ის დღე, რომელსაც იგივე წარმატებით აპრავებენ 7 ნოემბრის მგმობელნი, როგორც 5 ივლისს………. ხოდა,7 ნოემბერი რომ მახსოვს ,20 ივნისიც და 5 ივლისიც, ამიტომ აღარ მინდა ამ ქვეყანას ერთი პარტია მართავდეს და ამიტომ ვარ კოალიციის ამომრჩეველი.!

P.s- 7 ნოემბერი გვახსოვსო, რომ წერს ის ხალხი,რომელიც 5 ივლისს დღემდე აპრავებს, აი მაგ ხალხის გოდებისა შვიდ ნოემბერზე,არც ერთი წამით არ მჯერა და არც თქვენ დაიჯეროთ. ( მათგან ზოგი იმ 7 ნოემბერსაც აპრავებდა). მომავალში ეგენი პირველები დაწერენ -გვახსოვს 5 ივლისიო. კარგად ბრძანდებოდეთ!", - წერს გრიგოლია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა