თეგებით ძიება

"ფრთხილად, გთხოვ მეგობარო, ესენი დავასუსტოთ, შენ არ დასუსტდე.. გთხოვ" - ხატია დეკანოიძე ელენე ხოშტარიას

"ნაციონალული მ ოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მოძრაობა "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას მიმართავს, რომელიც უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს.

"საერთოდ არ მინდა ვინმე შიმშილობდეს.. მართლა საშინელებაა უყურებ ადამიანი როგორ სუსტდება, ამ განცდით იმდუღრები..
ელენე, ძალიან, ძალიან გვჭირდება გარეთ, ძლიერი და ენერგიული როგორიც არის. მაგრამ იმდენად ურყევია გადაწყვეტილებაში, რომ ვერც ვერავინ ეტყვის გადამწყვეტად. ყველამ იცის, რა შემართება აქვს და რა პრინციპულია.

მაგრამ აქ ვეტყვი ფრთხილად, გთხოვ მეგობარო, ესენი დავასუსტოთ, შენ არ დასუსტდე.. გთხოვ ..", - წერს ხატია დეკანოიძე ფეისბუქზე.

ელენე ხოშტარია საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ხოშტარიას ცოტა ხნის წინ, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა