თეგებით ძიება

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1974 წელს დაბადებული ნ.ქ. მარნეულში, ხოლო1992 წელს დაბადებული ლ.კ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, ფონიჭალის დასახლებაში, ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ,,ჰეროინის“ შემცველი 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება.

რაც შეეხება ნ.ქ.-ს, პოლიციამ იგი ქალაქ მარნეულში დააკავა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ,,ჰეროინის“ შემცველი ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა