თეგებით ძიება

წყალმომარაგება შეიზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

დღეს, 8 ნოემბერს, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში, ვაშლიჯვარის დას., მუხრან მაჭავარიანის ქ. N19- თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14:00-დან 22:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: მუხრან მაჭავარიანის, ოსეთის, ამაშუკელის, ბერიტაშვილის, მერი დავითაშვილის, ვარდენ წულუკიძის, გაზაფხულის და ნუცუბიძის N77 ქუჩებს, ნუცუბიძის 3 მ/რ 1 კვ. N4, 5, 6, 7, 8, 15, 16.

სამგორის რაიონში, სოფ. დიდი ლილო, ალიოშა ჯაფარიძის და ერეკლე მე-2 ის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:30-დან 22:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ.დიდ ლილოში: ჯაფარიძის, ერეკლე მეორის, სამხედრო ნაწილს, სამხედრო დასახლებას, არქივის და უმწეოთა თავშესაფარს.

მთაწმინდის რაიონში, დაბა კოჯორი, იუნკერების ქ. N3-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:10-დან 20:00-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება: დაბა კიკეთს, სოფ. დიდებას და სამადლოს.

ვაკის რაიონში, ირაკლი აბაშიძის ქ. N37 -თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:00-დან 20:00-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ირაკლი აბაშიძის N33-55 (კენტები) N40-50 (ლუწები); კავსაძის N7,8,9,10 კორპუსებს.

კრწანისის რაიონში, ერეკლე მეორის ქ. N8-10 -ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:30-დან 16:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: ერეკლე მეორის ქუჩას თავისი ჩიხებით.

ვაკის რაიონში, (წყნ) აფხაზეთის და გაგრის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:30-დან 18:00-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება: დაბა წყნეთში : აფხაზეთის, გურამიშვილის, გაგრის, ახალდაბის, დ. აბაშიძის, გ. აბაშიძის, სოფ. ახალდაბას.

საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომში, რაინეგსის ქუჩის N 3 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 08:45-დან 18:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: რაინეგსის N 1-36, ნესტან დარეჯნის ქუჩას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა