გლდანის ციხის ტერიტორიაზე სპეცრაზმი შეიყვანეს
თბილისში, გლდანის ციხის ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაიყვანეს, ავტობუსებით სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს.
ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.