თეგებით ძიება

"შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ " - ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გლდანის ციხეში შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ამ წუთებში, იმედის ეთერში, იუსტიციის ფარჩაკი მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეთვრამეტე დაწესებულების პერსონალს.

ღიად ვაცხადებ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად და ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან.

ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რო ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის ცნობილ არც ერთ ადამიანს თუ თანამდებობის პირს არ უნახავს პირადად.
ჩვენი ეჭვების გასაფანტად, ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის და მისი ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი ვიდეოების დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას", - წერს გვარამია.

მანამდე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოს პერსონალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ღონისძიება, მესამე პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ განხორციელდა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა