სააკაშვილი ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს, საიდანაც ის ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს - ომბუდსმენის წარმომადგენელი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ამის შესახებ განაცხადა სახალხო დამცველის წამომადგენელმა, რომელმაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.
როგორც ომბუდსმენის წარმომადგენელი აცხადებს, სააკაშვილი უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე და შიმშილობას აგრძელებს.
მისივე თქმით, საასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიყვანისას, სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს და შეასახლეს.
სახალხო დამცველის წამომადგენლის თქმითვე, მას დაზიანბებები არ აღენიშნება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ღონისძიება, მესამე პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ განხორციელდა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.