თეგებით ძიება

"ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ესეიგი ხელისუფლება არის შეშინებული" - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ისინი გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანის შესახებ.

"დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, სასამართლომ თქვა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში.

ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს, მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რაც ქართველ ხალხშია.

არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი, ხვალინდელი პროცესის სასამართლოში არგამართვასთან და მიხეილ სააკაშვილის არგადაყვანასთან დაკავშირებით არ არსებობს". - თქვა ადვოკატმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. ის ამ დრომდე შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა