თეგებით ძიება

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - სასამართლოში დაცვის და ბრალდების მხარე დაუპირისპირდნენ

საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.

მოსამართლემ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ისევ პატიმრობაში დატოვა.

აკო ჭელიძის ადვოკატი საქმის პროკურორს, ლევან ვეფხვაძეს დაუპირისპირდა და მას საუბრის ტონი დაუწუნა.

გიორგი კავილაძის უფლებადამცველი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მოყოფს ბრალი უნდა გადაუკვალიფიცირდეს.

ადვოკატები არ გამორიცხავენ რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

შეგახსენებთ,რომ ნიკო კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა. მოგვიანებით, ის 7 ოქტომბერს სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები 15 სექტემბერს ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მოკვლის სისრულეში მოყვანის მიზნით მივიდნენ. გამოძიების ინფორმაციით, კვარაცხელიას აკო ჭელიძემ ესროლა.

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) წარუდგინა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო - tvpirveli


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა