თეგებით ძიება

"არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა" - "ამნესტი ინტერნეშენელი" მიხეილ სააკაშვილზე

"არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა" - ასე აფასებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ საქარელოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას.

"ექსპრეზიდენტი სააკაშვილი (შიმშილობის 5 კვირა) ძალის გამოყენებით გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. სავარაუდოდ დაემუქრნენ; შეულახეს ღირსება, უარი თქვეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების უფლებაზე. არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრების დღიდან მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. 8 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ, ის რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა