ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს.
"ხვალინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს იქ დასწრებას და ძალიან მაინტერესებს უარს როგორ ეტყვის ციხის ადმინისტრაცია დასწრებაზე, თუ ხუთი სართულის ჩამოსვლა შეუძლია, აქ დაჯდომა სკამზე საათობის განმავლობაში და როგორ აგვიხსნის, რომ ის თურმე ციხეში ვერ უნდა წავიდეს, ეს ძალიან საინტერესოა, ასევე მოვისმენთ, - განაცხადა გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ გვარამიამ.
ცნობისთვის, ხვალ, 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრების დღიდან მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. 8 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ, ის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.